კონტრასტი

თუ გინდა, სამყაროზე მეტი გაიგო, ეძებე მასში კონტრასტი!

”ადრე თუ გვიან სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარება ყველა მასწავლებელს მოუწევს”

leave a comment »

განთლების სისტემაში მიდმინარე რეფორმების მორიგი ტალღა მასწავლებელთა სასერთიკაციო გამოცდებით გრძელდება.

პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდა  სახელმწიფოს დაფინანსებითა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2010 წლიდან ყოველწლიურად ჩატარდება. საგამოცდო ტესტების ფორმასა და შინაარსზე მუშაობა 2008 წლიდან დაიწყო.

საქართველოში საშუალო საგანამანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობით 80 ათასამდე ადამიანია  დაკავებული. სასურველია, რომ ყველა მათგანმა სერთიფიცირების გამოცდა ჩააბაროს და გამსვლელი ქულა მოიპოვოს. სხვა შემთხვევაში, მათ სერთიფიცირებული მასწავლებელები ჩაანაცვლებენ.

როგორც სერთიფიცირების კოორდინატორი, თამარ მოსიაშვილი ამბობს, 2014 წლისთვის საქართველოში სერთიფიცირებულ მასწავლებელთა საჭირო რაოდენობის არ არსებობის შემთხვევაში,  მუშაობას უსერთიფიკატო მასწავლებელებიც გააგრძელებენ. ამით თავიდან იქნება აცილებული სასწავლო პროცესის ჩაშლის საფრთხე.

“უსერთიფიკატო მასწავლებელების სამუშაო ადგილი ვაკანტური იქნება, ისინი მუშაობას გააგრძელებენ მანამ, სანამ ისეთი კადრი არ მოვა, რომელსაც  სერთიფიკატი ექნება”, – განმარტავს მასწავლებელთა პროფესიული სინდიკატის პრეზიდენტი ტატო შავშიშვილი.

 საგნობრივი ტესტები მასწავლებლების უმრავლესობისთვის მისაღებია, პროფესიული უნარების ჩაბარებაზე კი – განსხვავებული აზრი აქვთ. პედაგოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ მასწავლებელი ვალდებულია  პროფესიულ უნარებს ფლობდეს, ზოგისთვის კი, მნიშვნელოვანი ის გამოცდილებაა რომელიც წლების განმავლობაში უგროვდება.

”დღევანდელი სწავლება შედეგზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, დამწყებ მასწავლებელთათვის სერთიფიცირება დასაშვებია. ის პედაგოგი კი, ვისაც გამოცდილება აქვს და ბავშვს საგანს  წარმატებულად ასწავლის  გამოცდას აღარ უნდა აბარებდეს. მეთოდიკა ინდივიდუალურია, ამიტომ ტესტირების შედეგად გაცემული პასუხებით მასწავლებლის კომპეტენცია ვერ გაიზომება”,  – აცხადებს 23-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიკა მუმლაძე.

ფიზიკის მასწავლებელი ნათელა ინასარიძე მიიჩნევს, რომ  გამოცდები მხოლოდ პროფესიული დონის შემოწმებას უნდა ითვალისწინებდეს. პრაქტიკოსი მასწავლებელის პროფესიული უნარები კი – გასაუბრებით ფასდებოდეს. რაც შეეხება კოდექსებს, რის ცოდნასაც მასწავლებელს ახალი პროგრამა ავალდებულებს,  ნასარიძის აზრით  სავლადებულო არაა.

ამავე სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელი მაკა ნადარეიშვილი სერთიფიცირებას მისაღებად მიიჩნევს და ამის დასტურად  ის ერთ-ერთია იმ 14 ათასამდე პედაგოგში, რომელიც სერთიფიცირების გამოცდებზე უკვე დარეგისტრირდა.

პირველ ეტაპზე გამოცდებს ქართულენოვანი სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენებისა და მათემატიკის მასწავლებლები ჩააბარებენ. რამდენიმე კვირის წინ მათთვის გამოცდების გენერალური რტეპეტიცია ჩატარდა. განათლების სამინისტროს ინფრომაციით მასში მონაწილეობა  24 ათასამდე პედაგოგმა მიიღო.

”გენერალური რეპეტიციით უნდა განსაზღვრულიყო გამოცდენბისთვის გამოყოფილი დრო, ტესტური დავლებების სირთულე და გამსვლელი ქულა.” – ამობს თამარ მოსიაშვილი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მასწავლებელმა სერთიფიკატის ასაღებად მოცემული დავალებების 60%  წარმატებით უნდა დაძლიონ. გამოცდების გენრალურმა რეპეტიციამ გამოავლინა, რომ უცხო ენის გამოცდისთვის გამოყოფილი 2 საათნახევრიანი დრო საკმარისი არ არის. ამის გამო, სგამოცდო დრო ნახევარი საათით გახანგძლივდა.

გამოცდებთან დაკავშირებით შესწორებეიბის შეტანა სურთ პედაგოგთა პროფკავშირებს. ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებალია მასწავლებელმა წინასწარ იცოდეს ის ტესტური დავალებები რაც გამოცდაზე მივა.

ტატო შავშიშვილი კი საპირისპიროს ამტკიცებს. მას მიაჩნია, რომ სხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მასწავლებელმა არ შეიძლება რაიმე კითხვის პასუხი დაიზეპიროს და გამოცდაზე ისე შემოხაზოს.

პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიული კავშირის ვიცე პრეზიდენტს მაია ლიპარტელიანს მიაჩნია, რომ მასწავლებელებლის მოტივაციის გაზრდა, ხელფასის ზრდითაა შესაძლებელი. ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ხელფასის მომატების შემთხვევაში მასწავლებლის ინტერესი გაიზრდება და სერთიფიკაციის მსურველიც ბევრი გახდება. 

განათლების სამინისტროს სერთიფიცირების კოორდინატორი მაია მოსიშვილი, ამობს, რომ სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არაა. სერთიფიკატი მასწავლებლს პროფესიული ზრდითსვისა ესაჭიროება.

მაია ლიპარტელიანი კი აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტრო მასწავლებლებს სხვა გზას არ უტოვებს გარდა სერთიფიცირებისა: “მასწავლებლებს მხოლოდ გამოცდაზე გასვლის დრო შეუძლიათ აირჩიონ. თუ სამსახურში დარჩენა უნდათ ადრე თუ გვიან სასერთიფიკაციო გამოცდაზე გასვლა მანიც მოუწევთ”. ლიპარტელიანი აქვე დასძენს, რომ ჯერ არ არსებობს საგამოცდო პროგრამა და  (და არა სანიმუშო ტესტები, მაგალითად, როგორც ადვოკატებისთვის) შესაბამისი ლიტერატურა, რომლითაც პედაგოგს საგამოცდოდ მომზადება შეეძლება.

სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, განათლების სამინისტრო  ყოველწლიურად თითოეულ მასწავლებელზე 160 ლარს გამოყოფს. ეს თანხა ტრენინგების გავლაში და პროფესიული კრედიტების დაგროვებაში უნდა გაიხარჯოს. თუ მასწავლებელი ტრენინგ-კურსებს წარმატებით გაივლის, მისი კვალიფიკაცია გაიზრდება. თუ უარს იტყვის ტრენინგ-კურსებზე და მისი კვალიფიკაცია 8 წლის განმავლობაში, დაწესებულ ზღვარს ვერ გადასცდება, იგი ვალდებულია სასერთიფიკაციო გამოცდა თავიდან ჩააბაროს.

მოსწავლეების მშობლების უმეტესობა მასწავლებელთათვის სასერთიფიკაციო გამოცდების დანიშვნის ფაქტს მიესალმება.

”მე, დედჩემსა და ჩემს შვილს ერთი და იგივე პედაგოგი გვასწავლიდა, შესაძლოა მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე ბევრმა მისი კომპეტენციის საკითხი ეჭვქვეშ არც კი დააყენოს, მაგრამ მე კითხვა მიჩნდება: შეეფერება მისი ცოდნა თანამედროვე მოთხოვნებს? ვფიქრობ, სასერთიფიკაციო გამოცდები  ამ და სხვა უხერხულ კითხვებს პასუხს გასცემს”, _ აცხადებს 6 კლასელი მაკას მშობელი.

გელა ბოჩიკაშვილი

სურათის წყარო: mes.gov.ge

საქართველოში საკვები-პროდუქტის ვარგისიანობა არ მოწმდება

leave a comment »

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში სურსათის მაღაზიები გასაყიდი პროდუქტის მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ხშირად, მომხმარებელი პროდუქტს ბრენდის ცნობადობის მიხედვით ირჩევს, თუმცა ნაკლებ ყურადღებას აქცევს იმას, თუ რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ჯამრთველობისთვის ესა თუ ის პროდუქტი. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე, დიდი რაოდენობით საკვებ-დანამატების შემცველი, იმპორტირებული პროდუქტის მოხმარებისასაა. საკვები- დანამატი პროდუქტს ამჟავებისგან და დაძველებისგან იცავს, თუმცა შესაძლოა საშიში დაავადებების გამომწვევიც იყოს. საერთაშორისო ნომერი, რომელიც პროდუქტში საკვებ-დანამატების შემცველობას გამოხატავს – E ასოთი აღინიშნება. მომხმარებელთა უფლებათა ფედერეცია, ზოგიერთი საკვებ-დანამატის შემცველი პროდუქტის გაყიდვას კრძალავს.

საქართველოში აკრძალული საკვებ-დანამატებია:  E121, E123, E240, E924a, E924B ევროკავშირში კი შემდეგი – E103, E105, E111, E121, E125,  E126, E130, E152, E181

 E არარეკომენდირებული საკვებ-დანამატების სიაც საკმაოდ ვრცელია. მათი უმრავლესობა, კონკრეტული დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს.

“საკვები-დანამატების ხანგრძლივი მიღება – ორგანიზს იმუნიტეტს უქვეითებს. ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული საკვების მიღებით არ არის გამოწვეული, დაავადება დროთა განმავლობაში სხვადასხვა საკვებ-დანამატების ერთმანეთთან შერევით მწიფდება”, – აცხადებს ტოქსიკოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ინგა ღვინერია. საკვებ-დანამატებს ძირითადად ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტი შეიცავს – ე.წ. “ჩიფსები”, “ჩუპა-ჩუპსი”, “საღეჭი რეზინი” და სხვადასხვა ტკბილეული. პედიატრები ვერ საუბრობენ იმაზე, თუ რომელი საკვებ-დანამატი რომელ დაავადებას იწვევს, თუმცა ცალსახად აღნიშნავენ, რომ დაავადებების პროვოცირების საკმაოდ დიდი ალბათობა არსებობს: “საკვები-დანამატების შემცველი პროდუქტების მიღება საშიშია. შეიძლება ბავშვთა ქცევის პათოლოგია, ღვიძლის დაზიანება და ავთვისებიანი სიმსივნეც გამოიწვიოს”, – ამბობს ბავშვთა პოლიკნინიკის პედიატრი ეთერ ლაბაძე.

იმის გამო, რომ საქართველოში შესაბამისი ლაბორატორია არ არსებობს, პროდუქტების ვარგისიანობის კვლევა არ ხდება. სურსათის უვნებლობის სამსახურს მხოლოდ მონიტორინგის ფუნქცია აკისრია. ჯანმრთელობისთვის საშიში საკვებ-დანამატის შემცველი პროდუქტის იმპორტირების აღკვეთა მის უფლებამოსილებას აღემატება. სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსი მაია მეტრეველი ამბობს, რომ ვერც ერთმა კერძო ლაბორატორიამ ვერ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომლითაც საკვები პროდუქტების ვარგისიანობის გამოკვლევა შესაძლებელი იქნებოდა. მისი თქმით, 2011 წელს გაიხსნება სახელმწიფო ლაბორატორია, რომელიც ამ კუთხით შესაბამის კვლევებს ჩაატარებს.

მომხმარებელი ამ პრობლემის შესახებ ნაკლებად ინფორმირებულია.    უემეტესობა, პროდუქტის შეძენისას მის შემცველობას ყურადღებას არ აქცევს. ექიმების თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მანამ, სანამ შესაბამისი ლაბორატორია შეიქმნება, მოსახლეობას სთხოვენ პროდუქტის შეძენისას E ასოთი აღნიშნულ საკვებ-დანამატის საეთაშორისო ნომერს ყურადღებით დააკვირდნენ.

თათია დვალიშვილი

სურათის წყარო: commersant.ge

 

“ჩვენი ხმა ვის?” – ანუ წინასაარჩევნო კამპანია

leave a comment »

 “ცესკო”-მ დედაქალაქის მერის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების განცხადებების მიღება 30 აპრილს შეწყვიტა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისათვის 9 პოლიტიკური სუბიექტი დარეგისტრირდა.

2010 წლის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჩაეშვა.

 მას შემდეგ, რაც “ცესკო”- მ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსთა ჩამონათვალი გამოაქვეყნა, პიარ-კამპანიამ ახალ ფაზაში გადაინაცვლა. ტრანსპორტში, ვესტიბიულებში, ქუჩებსა თუ სხვადასხვა დაწესებულებებში პარტიების სლოგანები ხშირად ისმის. ტელევიზიები ვიდეო რგოლებს ინტენსიურად ატრიალებენ. პრესა მერობის კანდიდატების დაპირებებითაა აჭრელებული. პოზიციის გამოხატვისა და ხმის მიცემის ოფიციალურ თარიღად 30 მაისი დასახელდა. არჩევნებამდე 28 დღე რჩება. პრიორიტეტული კანდიდატებიც უკვე გამოიკვეთა.

მასმედიის ყურადღება  გია ჭანტურიას წინასაარჩევნო პროგრამამ მიიპყრო, რომლის რწმუნებით ”გაზი -10 თეთრი, დენი – 5თეთრი და წყალი – უფასო” განხორციელებადი დაპირებაა. თუმცაღა, ჭანტურიას აღმოჩენას მიხეილ სააკაშვილი აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ გაზი 10 თეთრად, დენი 5 თეთრად და წყალი უფასოდ მოქალაქეების მოტყუებაა!

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უცვლელი კანდიდატი – გიგი უგულავა საკუთარი პროგრამის პრიორიტეტად დასაქმებას ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე წარმოებულმა მასიური დასაქმების პროგრამებმა არასტაბილურობისა და ხანმოკლეობის გამო კრახი განიცადეს, მოქმედი მერი მიიჩნევს, რომ გაკეთებული საქმე მაინც მრავლადაა: ”თბილისს სჭირდება მერი, რომელმაც ბევრი გააკეთა, მაგრამ აღიარებს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია”, – ამბობს უგულავა მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

ექსპერტ – რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის ამერიკული პიარ სამსახური გაცილებით ეფექტურად მუშაობს, ვიდრე მისი ოპონენტებისა. ”მან საარჩევნო კამპანიის პირველი დღე სხვადსასხვა სფეროს წარმომადგენლებთან მუშაობის პროცესში გაატარა, რაც სატელევიზიო და ქუჩის რეკლამებზე უკეთ მუშაობს”, – დასძენს საყვარელიძე.

”ჩვენი ხმა ვის? გი- გის!”, – ასე უმღერიან ქართული ესტრადის ”კორიფეები” თბილისის მოქმედ მერს.

აქტუალური თემა გახდა სარეკლამო ვიდეო რგოლების ტელევიზიით გაშვების ინტენსივობა და ის ხარჯები რომელიც ამ თანხებს ფარავს.

”რუსთავი 2-ზე” 30 წამიანი ერთჯერადი პოლიტიკური რეკლამის გაშვება, პარტიას 10 000-დან – 13 000 დოლარამდე უჯდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, თანხა 5 000-დან 10 000 ა.შ.შ.  დოლარამდე მერყეობს. როგორც ”სახალხო დემოკრატების” ლიდერი ნიკა ივანიშვილი ამტკიცებს, მისი პოლიტიკური ოპონენტი, გიგი უგულავა, ადმინისტრაციულ რესურსს საკუთარი კამპანიის დასაფინანსებლად იყენებს.

კანონმდებლობით, კერძო ტელეკომპანიები ვალდებულნი არიან ყოველ 3 საათში 90 წამი კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს უსასყიდლოდ გამოუყონ. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი, ვალდებულია, მათი წინასაარჩევნო რეკლამა საათში 60 წამი განათავსოს. ტელევიზიებმა   უფასო რეკლამებისათვის ეთერი უკვე გამოჰყვეს. ”სახალხო დემოკრატების” თქმით, არჩევნებში მონაწილე რვა პარტია უკვე სარგებლობს ამ შეღავათით. გამონაკლისს ”ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს, რომელიც ჯერჯერობით კონკურენტებს არ შეერთებია  და ფასიან რეკლამირებას ამჯობინებს. 2010 წლის თბილისის ბიუჯეტი  800 მილიონ  ლარს შეადგენს და ივანიშვილის მტკიცებით, იგი ამჟამინდელი მერის საარჩევნო პროგრამაზეა მორგებული. ივანიშვილი  მიიჩნევს, რომ 10 ლარით გაზრდილი პენსია ქალაქს წლის განმავლობაში 20 მილიონი ლარი დაუჯდება, სატრანსპორტო ბარათები კი, რომლებიც ნახევარფასად მგზავრობის საშუალებას იძლევა, ბიუჯეტს 3 მილიონ 500 ათასი ლარით შეამცირებს. ”სახალხო დემოკრატების” წინასაარჩევნო კამპანია ხელისუფლების კრიტიკასა და მისი შეცდომების გამოსწორებას ეფუძნება.

ახალი კლიპით, რომლის სათაურია ”შევცვლით ქვეყანას და ისე მოვალთ”, ”ალიანსის” ლიდერი  ირაკლი ალასანია საკუთარ ამომრჩევლებს გააქტიურებისაკენ მოუწოდებს.

კონსერვატორების, ხალხის პარტიისა და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის-გან შემდგარი ”ეროვნული საბჭო”, ზვიად ძიძიგურის ხელმძღვანელობით, მმართველ პარტიას საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული თანაბარკონკურენტუნარიანობის დარღვევაში ადანაშაულებს. ძიძიგური, ზურაბ ნოღაიდელი და კობა დავითაშვილი აპროტესტებენ სტამბების დახურვას, რამაც ოპოზიციური პარტიების პიარკამპანიის ჩაშლა გამოიწვია.

მართალია, მრეწველების წინასაარჩევნო პროგრამა ნოვატორულობით არ გამოირჩევა, ისინი გვპირდებიან მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და შედეგად, სამუშაო ადგილების შექმნას. თუმცა, მათი სლოგანი საკითხისადმი ახლებური მიდგომით განსხვავდება ”მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს”.

ანი ლუხავა

სურათის წყარო: donbass.ru, ipn.ge, gtn.ge

ოპოზიციის მორიგი ვიზიტი რუსეთში

leave a comment »

ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის ვიზიტის შემდეგ, რუსეთს ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებმაც მიაშურეს. ამჯერად,  კრემლში მოლაპარაკებების გასამართად კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური, გუგა ცანავა,  ნეიტრალური საქართველოს ლიდერი ვალერი კვარაცხელია და ექსპერტი რამაზ კლიმიაშვილი გაემგზავრნენ. კრემლიდან მოსაწვევი ოპოზიციურ ფრთას, ოლიგარქმა ალექსანდრე ებრალიძემ გამოუგზავნა. თუმცა აეროპორტში გამგზავრების წინ რამაზ კლიმიაშვილმა აღნიშნა, რომ ებრალიძეს ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები პირადად არ მიუწვევია. კლიმიაშვილის თქმით, დასწრების სურვილი მათ თავად გამოთქვეს.

კონგრესზე ჩასულმა კუკავამ ებრალიძის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დააგვიანა. სამაგიეროდ კობა დავითაშვილი მივიდა ადრე. დამსწრე საზოგადოებას ფეხზე წამომდგარი ესაუბრებოდა: 

“ასეთ კაცს დაფასება უნდა, მოსმენა და მხარდაჭერა. ჩვენ ხელს შეგიწყობთ, ერთად ჩავუყარით საფუძველს დიდ საქმეს”-ო,  – ირწმუნებოდა დავითაშვილი, რომლის განცხადებასაც დარბაზში ოვაციები მოჰყვა.

შეხვედრაზე  ასლან აბაშიძის  ყოფილი თანაგუნდელებიც იმყოფებოდნენ.

ყოფილმა ბიზნესმენმა ბონდო შალიკიანმა კი განაცხადა, რომ ებრალიძეს საქართველო ქართველ ხალხზე ნაკლებად არ უყავრს.

ალექსანდრე ებრალიძის პროგრამას არ იცნობენ და არც იზიარებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ”ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის წევრი გურამ ჩახვაძე, პეტერბურგში დაგეგმილ კონგრესს, რუსეთის სპეც სამსახურების სცენარს უწოდებს. რუსეთში გამგზავრებულ ლიდრებს კი – ლუსტრირებულად აცხადებს.

“ეს არის კრემლის პროექტი. ქართული დიასპორა, ამ ბინძურ გეგმაში, მხოლოდ იარაღია. ქართველი პოლიტიკოსების მიწვევით რუსეთს სურს, განხეთქილება შეიტანოს ქართულ საზოგადოებაში”, – აცხადებს გურამ ჩახავაძე.

ვიზიტის ფარგლებში კახა კუკავა და კობა დავითაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ალექსი პავლოვსკის შეხვდნენ.  თბილისში დაბრუნებული კობა დავითაშვილი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრებზე შეკითხვები დაისვა დევნილთა დაბრუნების საკითხებზე. მისი თქმით,  ყველა შეხვედრაზე ხაზს უსავამდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობას.

კობა დავითაშვილი 2 მესიჯით ჩამოვიდა – “ებრალიძეს აღარ უნდა საქართველოს პრეზიდენტობა და აუცილებლად უნდა შეიქმნას ქართული ლობი”.

“ბევრად უკეთესი იქნებოდა შეგვექმნა ქართული ლობი. ჩვენ მზად ვართ, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ებრალიძესთან ვითანამშრომლოთ. ბატონმა ალექსანდრემ ჩემდა გასაკვირად, ეს რჩევა მიიღო. ის აღარ აპირებს პარტიის შექმნას და პრეზიდენტად კენჭისყრაზეც უარს აცხადებს,” _ დასძენს დავითაშვილი.

რაც შეეხება ლობისტურ საქმიანობას, დავითაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ ამ საკითხის მოგვარებაში საქრთველოს ხელისუფლება მათ ხელს არ შეუშლის.

“ლობისტურ საქმიანობას სჭირდება საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების  დაპატიჟება. პატივი უნდა ვცეთ და აქედან დადებითი ემოციებით გავუშვათ, რომ იქ დუმის სხდომებზე საქართველოს მომხრედ გამოვიდნენ”, – ამბობს დავითაშვილი.

 როგორც თავად ებრალიძე აღნიშნავს, პარტიას მართლაც აღარ ქმნის, რადგან თბილისში დასაყრდენი პარტიები ნახა. საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრასთან დაკავშირებით კი  კომენტარს არ აკეთებს.

 სახელისუფლებო გუნდის ბრალდებას – რუსეთში ფინანსების მოძიებისთვის  გამგზავრებაზე, ეროვნული საბჭოს წევრი უარყოფს.

”ებრალიძეს ვთხოვეთ, თავისი ფინანსები რუსეთში ქართული ინტერესების ლობირებისთვის გამოიყენოს,”- ამბობს დავითაშვილი. თუმცა არ უარყოფს იმას, რომ ებრალიძის დაფინანსებით არჩევნებზე მონიტორინგისთვის სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. დავითაშვილი ამბობს, რომ ეს ჯგუფი რუსეთში  მცხოვრები ხალხის ფულით დაფინანსდება.

მარიამ ძეგანიძე

სურათის წყარო: newsgeorgia.ru, rospres.com

რატი ამაღლობელი – “რთულად წასაკითხი წიგნი”

with 2 comments

თავისუფლებას დაეძებს ყველგან… თავისუფლებას ასწავლის შვილს. თვლის, რომ წერა თავისუფლებაა – ამიტომაც წერს..  მისთვის პოეზია სამყაროს ხედვის საშუალებაა. ცდილობს ირგვლივ ყველაფერი ამოიცნოს.

“პოეზია არის სფერო, სადაც შეიძლება ბოლომდე დაიხარჯო და უკმარისობის განცდა არ დაგრჩეს”, – ამბობს პოეტი – რატი ამაღლობელი.              

წერა ბავშვობაში დაიწყო, მაშინ, როდესაც ირგვლვ ყველაფერი აინტერესებდა.

”ყველაფრის საქმის კურსში მინოდა ყოფნა, ვინტერესდებოდი დეტალებით, ამაზე ჩემი მშობლები ძალიან ხალისობდნენ“, – ასე იხსენებს რატი მის  პირველ გატაცებას. პირველი ლექსი იუბილარ ბაბუას მიუძღვნა:

“აღარ მინდა ჟუვაჩკები

აღარ მინდა მონეტები

ბაბუ ძალზედ მენარები,

მინდა გნახო შენ! “

სახლში პოეზიის საღამოებს მართავდა, თან ფეხბურთელობაც სურდა, კითხულობდა ბევრს…

- გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში – “ცალცალკე და ერთადვკითხუოლბთ:მკითხველთა წრიდანაა მუდამ გამოსული კარგი მწერალი, და რაგინდ დიდი ვეფხვი დადგეს, ვეფხვზე მაინც ამბობენ კატისებრთა ოჯახიდანააო”, რას იტყვით, თქვენს შემთხვევაში როგორაა, განიცდიდით დიდი პოეტების გავლენას?

- “яблоко от яблонине далеко падает” – ასე რომ, ჩემზეც იგრძნობა ეს გავლენა. მიყვარს გალაკტიონი, ვაჟა. რომ არ არსებობდეს ავთანდილის ლოცვა, გალაკტიონის პოეზია და ვაჟას სტუმარ-მასპინძელი,  არ ვიცი როგორ ვიცხოვრედი. რომ არა ეს პოეტები, ამ ცოცხალ პროცესში მონაწილეობა ძალიან გამიჭირდებოდა.

- როდესაც წერთხალხის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობთ?

- არავითარ პასუხისმგებლობას! ვწერ მხოლოდ ჩემთვის, წერა თავისუფლებაა. უმთავრესი საკუთარ თავთან მუშაობა და ტექსტის შექნის პროცესია. არ მაინტერესებს სვხა ჩემზე რას იტყვის, როგორ მიიღებს ან შეაფასებს ჩემს ლექსს.

- რომ არა მკითხველი, მაინც დაწერდით ლექსებს?

კი, აუცილებად დავწერდი. საერთოდ, მკითხველი ძალიან ეგოისტია – ყველაფერში მხოლოდ საკუთარ ისტორას ეძებს. ჩემთვის ლექსის წერა სიამოვნებაა. ზოგი ამას მუზას ეძახის, სხვები გახსენებას. ეს განწყობა შეიძლება ნებისმიერ დროს მეწვიოს –  სახლში, მთაში ან ძილში.

- წერის გარდა სხვა საქმის კეთების სურვილი არასდროს გქონიათ?

უფრო სოციალური სფერო მხიბლავს. რომ არა პოეტი, ალბათ ექიმი გამოვიდოდი. ექიმი იმიტომ, რომ ადამინების სიცოცხლის სადარაჯოზე ვყოფილიყავი. მაქვს ამბცია, რომ საზოგადოების მსახური ვიყო. ვთვლი, რომ ეს ჯანმრთელი ამბიციაა.  ვერასდროს წავიდოდი პილიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ მყავდნენ ადამიანები, რომლებიც გზას გამიკვალავდნენ. ვერ ვიტან, როცა ჩემს სახელს პოლიტიკური პიარისთვის ან ფულის საკეთებლად იყენებენ, ასეთ შემოთავაზებებს არასდროს ვთანხმდები.

თავისუფალ დროს გუდაურში ატარებს,   თხილამურებზე სრიალებს და ცდილობს ეს სპორტი დაჩისაც შეაყვაროს. დაჩი მისი შვილია. ჯერ  6 წლისაა, სკოლაში წელს მიდის. მამას ყოველთვის უჯერებს, რადგან ის არაფერში ზღუდავს და დამოუკიდებლობას აჩვევს.

”მეუღლე ჩემი მეგობარია, იდეალური ურთიერთობა გვაქვს”, – ამბობს რატი.

 ”მეგობარი – ნიშნავს თანამოაზრეს, თანამებრძოლს, საერთო ფასეულობის მქონე ადამიანს. ასეთი ცხოვრებაში ძალიან ცოტა მყავს”.

რატი ამჟამად ”ვიციპედიაში”  ლექციებს კითხულობს. თავის თავს, როგორც ლექტორს ვერ აფასებს. ამბობს, რომ როცა დაინახავს, რომ მისმა შეგირდებმა სიზარმაცე მთლიანად დაძლიეს, მაშინ ჩათვლის თავს კარგ ლექტორად.

თავის თავზე ძუნწად საუბრობს. აღიარებს, რომ საკუთარი თავის დახასიათება არ უყვარს. თავს რთულად წასაკითხ წიგნს ადარებს.

ამბობს, რომ წელიწაში მინიმუმ 10 მობილურ ტელეფონს კარგავს, ეკარგება კომპიუტერიც. არასდროს იცის რა ხდება ირგვლივ და ყოველთვის  სადღაც აგვიანდება.

                                                                                                                                                                                  მაიკო ჭუმბურიძე

Written by kontrasti

April 6, 2010 at 10:06 pm

კვირის რეგიონალური ამბები

with one comment

28 მარტი

მთელი ღამის განმავლობაში ხანძარი მძვინვარებდა წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში. ცეცხლი 100 ჰექტარამდე ჩაის პლანტაციას და ტყის მასივს გაუჩნდა. ხანძარის დასახლებულ პუნქტზე გადასვლის საშიშროებაც  არსებობდა. ერთ-ერთ ოჯახს  დამხმარე ნაგებობა დაეწვა. შეშინებულმა მოსახლეობამ ღამე ქუჩაში გაათენა.

ადგილზე ხანძარსააწინააღმდეგო სამსახურის 5 ბრიგადა  იყო მობილიზებული, თუმცა ცეცხლის ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლიდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

31 მარტი

საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდი 2010 წელს სამცხე ჯავახეთის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ათ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამცხე ჯავახეთში რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი კონსტანტინე მგელაძე ჩავიდნენ. პროექტის მიხედვით, ახალციხისა და ვალეს რაიონებში რამდენიმე ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა.

ადიგენში, ბორჯომსა და ნინოწმინდაში რამდენიმე სოფელში ცენტრალურ  გზებზე ასპჰალტ-ბეტონის საფარი დაიგება. ამასთან ერთად, სანიაღვრე გზების რეაბილიტაციაც მოხდება.

პროექტის საერთო ბიუჯეტი 9 200 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს საქართველოს მთავრობასთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ფონდი აფინანსებს.

1 აპრილი

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ესტუმრა. ის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ქალაქის წყალმოარაგების პროექტების განხორციელების პროცესს სააკაშვილთან ერთად პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და რეგონული განვითარების მინისტრი დავით ტყეშელაშვილიც გაეცნენ.

ქუთაისის წყალმომარაგების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2008 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდა. ამ ეტაპზე 33 მლნ ლარი დაიხარჯა. მეორე ეტაპი 2011 წელს დაიწყება. სამი წლის შემდეგ კი, პროექტი მთლიანად დასრულდება. პროექტის შედეგად, ქუთაისის ყველა უბანი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

2 აპრილი

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი თრუსოს ხეობაზე პრეტენზიას აცხადებს. მისი მტკიცებით, ხეობა ისტორიულად ოსეთის ნაწილია. კოკოითის შეფასებით, ეს ტერიტორია საქართველოს არასოდეს ეკუთვნოდა. მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად,  სეპარატისტები პრობლემის მოსაგვარებლად იარაღს არ გამოიყენებენ. საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ პრობლემის გადაჭრა საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოხერხდება.

ქართველი პოლიტიკოსების განცხადებით, რუსეთს სურს საქართველოს ოკუპაცია და მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმით მოახერხებს ამას, შიდა დაპირისპირებით თუ სამხედრო აგრესიით.

“კოკოითი არის რუსეთის მარიონეტი და მოქმედესბს შეკვეთის შესაბამისად. ამჯერად ვფიქრობ, რომ ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა იმ უსუსურობასა და არაადეკვატურობაზე, რომლითაც აღინიშნა რუსეთის ხელისუფლების ქმედებები მოსკოვის და დაღესტანის ტერაქტების დროს,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

თრუსოს ხეობის შესახებ მსგავსი განცხადება, ედუარდ კოკოითმა ჯერ კიდევ 2009 წლის აგვისტოში გააკეთა. საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის განცხადებას თრუსოს ხეობის შესახებ ქართული მხარე რუსეთის მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს.

კახეთში სტიქიით მიყენებული ზარალი ნაწილობრივ დათვლილია.

კახეთის გუბერნატორის მოადგილის  გიორგი სიბაშვილის განცხადებით, წინასწარი დათვლების შედეგად ზარალმა დაახლოვებით მილიონნახევარს მიაღწია.  სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონში შვიდი სოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი. ადიდებულმა მდინარემ ახმეტა-თიანეთის 24 კილომეტრზე გზა დაანგრია და ახმეტის სასმელი წყლის სათავე ნაგებობაც დააზიანა. ათობით სახლი დაიტბორა ქვემო ალვანში.

ადიდდა მდინარე ჭერმისხევი და სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა წაიღო. სახნავ სათესი მიწები დაიტბორა სოფლებში: ჭანდარი, შაშიანი, ვეჯინი, ბაკურციხე და კოლაგი.

დაზარალდა თელავიც. მდინარე დიდხევიდან გადმოვარდნილმა წყალმა სოფელ ართანში 2 საცხოვრებელი სახლი დატბორა და შიდა საუბნო გზა წაიღო. სტიქიამ სოფელ შალაურში სასმელი წყლის დრენაჟი დააზიანა. ღვარცოფმა მდინარე ლოპოტაზე და სოფელ იყალთოში არსებული საცალფეხო ხიდიც დაანგრია.

ძლიერმა ქარმა საგარეჯოს რაიონში  ხუთ საერთო საცხოვრებელს სახურავი გადახადა. ადიდებულმა ხეებმა კი დამცავი კედლები დააზიანა, რამდენიმე სახლი და სასოფლო სამეურნეო ადგილი დატბორა.

მუნიციპალიტეტის გამგებლების განცხადებით, ტექნიკა, რომელიც მათ აქვთ მდინარეების კალაპოტების საწმენდად საკმარისი არაა..

სტიქიამ რამდენიმე დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაც გამოიწვია. კახეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.  გუბერნატრორის მოადგილე  გიორგი სიბაშვილი ამბობს, რომ დახმარების საკითხზე მსჯელობენ და სახელმწიფოდან თანხის გამოყოფის შემდეგ აუცილებლად ჩატარდება აღდგენითი სამუშაოები.

                                                                                                                                                                                                                                                                  მარიამ ძეგანიძე

რევანში – ოვალური ბურთით

leave a comment »

ბოლო წლებია, საქართველოსთვის სპორტის არცერთ სახეობას ისეთი წარმატება არ მოუტანია როგორიც  რაგბს. საქართველოს რაგბის ნაკრები  მსოფლიოს თხუტმეტ საუკეთესო მორაგბეთა გუნდში  ირიცხება. ამის მიუხედავად, ქვეყანაში რაგბის გულშემატკივართა რიცხვი არც ისე დიდია. პირიქითაა ფეხბურთის შემთხვევაში. დღევანდელი მაჩვენებლებით, ისინი მსოფლიოს ქვეყნების ნაკრებების ასეულშიც ვერ მოხვდნენ, თუმცა მათი მატჩებისას სტადიონი   სავსეა გულშემატკივრებით.

დაფინანსებაც ფეხბურთის ფედერაციას, რაგბის ფედერაციაზე გაცილებით მეტი აქვს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2005-დან 2009 წლამდე  56 მილიონი ლარი დაიხარჯა, დავალიანებამ კი – 10 მილიონი შეადგინა. მაშინ, როცა საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2008 წელს შეიქმნა. ამ პროგრამის მიხედვით, 2008 – 2011 წლებში სახელმწიფო,   რაგბის კავშირის დაფინანსებას 12 მილიონი ლარით  უზრუნველყოფს.

რაგბი მე-19 საუკუნეში ინგლისის ქალაქ რაგბიში დაიბადა. 15 კაციანი გუნდი ოვალური ბურთის  ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით გადაწოდებით, დამიწებითა და კარში გატანით ცდილობს – მოიპოვოს გამარჯვება.  

საქართველოში  რაგბის ისტორიას  ლელო იწყებს. ლელო დასავლეთ საქართველოში გავრცელებული უძველესი სპორტული თამაში იყო. რაგბის თამაშის სტილი და ფორმა ეროვნულ ხასიათს შეეწყო.

“ევროპის ერთა თასი” ეროვნული ნაკრებს  სამჯერ აქვს მოპოვებული. ბოლო 21 წლის მონაცემები შემდეგია: ჩატარებული 116 მატჩიდან –  68  მოგება, 43  წაგება, და 5  ფრე. ნაკრებმა ორჯერ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. 2009 წლის 15 ოქტომბერს ქართულ რაგბს 50 წელი შეუსრულდა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ტრაბზონში რუსეთს სარეკორდო ანგარიშით მოუგო, ქართული რაგბის მიმართ დამოკიდებულება  შეიცვალა. საქართველო-რუსეთის მატჩს თურქეთში დაახლოებით 5000 კაცი ესწრებოდა. მაშინ, როცა სტადიონზე მორაგბეების თამაშს 2000 კაცი გულშემატკივრობს ხოლმე.

ქართველების რევანში უპასუხოდ არც ქვეყნის ხელისუფლებას  დაუტოვებია. 21 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა ნაკრების წევრებს და მწვრთნელებს ღირსების ორდენები გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ”რაგბის განვითარების ახალ საპრეზიდენტო პტოგრამას”-აც. გამარჯვებულ გუნდს დამატებით 150000 ლარი გადაერიცხა.

”სპორტისა და პოლიტიკის გაიგივება არ მინდა. სპორტსმენების მიმართ პიროვნული სიძულვილი და ბოღმა არ უნდა გვამოძრავებდეს. სპორტი მეგობრობისთვისაა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მორაგბეებთან შეხვედრისას.

ამ მატჩის პოლიტიზირების საკითხი აქტიურად განიხილებოდა ქართულ ფორუმებზეც.

”ჩემი თაობის მორაგბეები იყვნენ სწორედ ისინი, ვინც აფხაზეთში იბრძოდა. ბევრი მეგობარი დაგვეღუპა იქ და ნაომარმა ბიჭებმა გააკეთეს პირველი ეროვნული ნაკრები! მათგან დაიწყო წარმატებები და აღმასვლა. ისინი რუსებს ომის ველზე ებრძოდნენ, მოედანზე კი რაგბს ეთამაშებოდნენ. არასოდეს ეს ორი რამ – ომი და რაგბი არ აურევიათ ერთმანეთში, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს ჩვენი სისხლი ემართა! ჩვენი გუნდელები მათთან ომში დაიღუპნენ.

რაც შეეხება თამაშს ტრაბზონში, ყველა ჩვენი ნაკრების წევრის აზრია, რომ მათ, ანუ რუს მორაგბეებს თავიანთი ჩამპალი ქვეყნის და მათი პოლიტიკის გამო პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ. ჩვენ მათ უბრალოდ თამაშით უნდა დაავუმტკიცოთ, რომ თუ თანაბარი ბრძოლაა, ქართველი რუსს აჯობებს! ”, _ ეს კომენტარი (სტილი დაცულია) ფორუმ.გე-ზე ერთ-ერთმა ფორუმელმა დადო.

მედიამ და საზოგადოებამ ამ თამაშს – ”ღირსების მატჩი” უწოდა. მიუხედვად დიდი მცდელობისა, რომ ეს მატჩი პოლიტიკურ ჭრილში არ განეხილათ, აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც საზოგადოების ნაწილი და მთავრობა ამ თამაშის პოლიტიზირებაში დაადანაშაულეს.  სოციალურ ქსელ facebook-ში ჯგუფიც კი შეიქმნა, სახელწოდებით – ”მე მაშიანაც მიყვარს ჩვენები, როდესაც რუსეთს არ ვეთამაშებით”.

”ამ ჯგუფის წევრები ვგმობთ, იმ პოპულისტებს, რომლებიც მხოლოდ მაშინ გულშემატკივრობენ საქართველოს ნაკრებს, როცა რუსეთს ვეთამაშებით. ჩვენ ასევე ვგმობთ იმას, რომ ტრაბზონში 5000 კაცი მიდის და დინამოს სტადიონზე 2000”, _ ნათქვამია ჯგუფის აღწერაში.

“ჩემ დროს ხრიოკზე ვთამაშობდით. მოედანზე გამხმარი ბელტები და შუშის ნატეხები ეყარა, მაგრამ სპორტში უკან დახევა წარმოუდგენელია.  მოედანზე თამაში – ხელჩართული ომია, გამარჯვებისთბის ბოლომდე უნდა იბრძოლო, რაც საბოლოოდ აუცილებლად დაგიფასდება”,  – ამბობს წარსულში წარმატებული რაგბისტი ვალტერ კაპანაძე.

რაგბის ფედერაციის პრესსამსახური არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ რუსეთთან მატჩის შემდეგ რაგბის გულშემატკივართა რაოდებობა გაიზარდა. თუმცა დასძენს, რომ ხელისუფლება მათ მანამდეც ედგა მხარში.

”ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რაგბს დიდი მხარდაჭერა აქვს. მანამდე, ფინანსურად ძალინ ცუდ მდგომარეობაში ვიყავით. დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რაგბის განვითარებისათვის”, – აღნიშნავს მაია ჩიკვაიძე.

 ნინო ბოლაშვილი

Follow

Get every new post delivered to your Inbox.